მაგიური ნიკოლა – იოკიჩმა წლის ასისტი შეასრულა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “დენვერ ნაგეთსმა” “მილუოკი ბაქსი” 127:117 დაამარცხა. “კოლორადოელებს” ამ შეხვედრაში გუნდის ლიდერი და NBA-ის 3-გზის MVP ნიკოლა იოკიჩი დაუბრუნდა, რომელმაც კოჭის ტრავმის გამო ზედიზედ 5 მატჩი გამოტოვა.
სერბმა გუნდს ამჯერადაც ულიდერა და 38 წუთში 39 ქულა, 10 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი მიითვალა. იოკიჩმა მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ულამაზესი გადაცემა შეასრულა და აარონ გორდონს მარტივი 2 ქულა ააღებინა.
დემიენ ლილარდის გარეშე დარჩენილ “მილუოკს” ბრუკ ლოპესმა ულიდერა, ვეტერანმა ცენტრმა 38 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა და
3 შედეგიანი პასი დააგროვა. უნდა აღინიშნოს, რომ ლილარდთან ერთად, “ბაქსს” გუნდის მთავარი ლიდერი იანის ანტეტოკუნმპოც ვერ ეხმარებოდა.
“დენვერი”46 მოგებითა და 28 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, მაიკ მელოუნის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 29 მარტს “იუტა ჯაზის” წინააღდეგ გამართავს.
“მილუოკი” 40 მოგებითა და 32 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, “ბაქსი” 29 მარტს “ნიუ იორკ ნიქსს” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში