ტურინში წლის შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებული იანიკ სინერი გახდა. იტალიელმა ფინალში კარიერის ყველაზე დიდი მეტოქე, კარლოს ალკარასი 7:6 7:5 დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.
პირველ სეტში ჩოგბურთელებმა ბრეიკ-პოინტის გარეშე გაიარეს, ტაი-ბრეიკზე კი მასპინძელმა ბრწყინვალე ჩოგბურთი შემოგვთავაზა, დაწინაურდა და საკუთარ კედლებში დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
მეორე სეტი რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა, პირველივე გეიმში დაბრეიკების შემდეგ, თითქოს და ესპანელმა მატჩის რიტმი დაიჭირა, თუმცა მე-6 და მე-12 გეიმებში მოპოვებული მეტოქის ჩაწოდებით სინერმა 2025 წელს მე-6 ტურნირი მოიგო.
აღსანიშნი ფაქტია, რომ იშვიათია ჩოგბურთელები, რომლებსაც 1-ზე მეტჯერ აქვთ საკუთარ კედლებში მოგებული წლის შემაჯამებელი ტურნირი, ბოლოს 2016 წელს ლონდონში, ენდი მარიმ გაიმარჯვა.
შეხვედრის შემდეგ სინერმა ATP-სთან ინტერვიუში მოკლედაც ისაუბრა:
“ინდივიდუალური ათლეთი ხარ, მაგრამ ამავდროულად ეს ყველაფერი შენს გუნდთნა ერთად ხდება. არარსებობს ჩემთვის სეზონის ამაზე უკეთესი დასასრული, ახლო დაპირისპირება იყო, განსაკუთრებით პირველი სეტი. ძალიან ბედნიერი ვარ თუ როგორც დასრულდა მატჩი. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იყო, მომენტებში კარგად ვაწვდიდი, თვითონ კარლოსი კი ერთ-ერთი საუკეთესო მიმღები მოთამაშეა. ძალიან რთული მატჩი იყო და ბედნიერი ვარ, მინდოდა სეზონი ასე დასრულებულიყო”.
რაც შეეხება კარლოსს, მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, წელი 11050 ქულით 1-ელ ადგილზე დაასრულა, სინერი კი 10 000 ქულით მე-2 ადგილზეა. საჩოგბურთო წელიწადი დასრულებულია.
“რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ” – იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
უდიდესი სენსაცია პარიზში – ალკარასმა ნორისთან წააგო
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა – ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა




