მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები 4 დღეში დასრულდება – GWP

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების აღსადგენად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად უკვე დამუშავდა მეწყრული ფერდის ძირითადი ნაწილი, განხორციელდა მაგისტრალური მილის პირველადი დიაგნოსტირება და მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა დაზიანებული მილის ერთი მონაკვეთი. მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების დასრულება 4 დღეშია დაგეგმილი.
„სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, ჩამორჩენა არ არის, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მოკლე დროში მოხდება დაზიანების აღდგენა და მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.