“მაგინებდა, თავში მუშტს მირტყამდა და იძახდა: – მოგკლავ, შე ვაი-რევოლუციონეროო” – ბექა პაპაშვილი გოგა მემანიშვილზე

საქალაქო სასამართლო აქტივისტის, ბექა პაპაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მსჯელობს – პაპაშვილს ხელბორკილები რუსთაველის გამზირზე, 2 სექტემბერს დაადეს, მაშინ, როდესაც 23 აქტივისტი დააკავეს.
აქტივისტი, რომელსაც წვრილმან ხულიგნობას და პოლციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, ძალადობაში პოლიციის მაღალჩინოსანს, გოგა მემანიშვილს ადანაშაულებს, ასევე ამბობს, რომ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ დაკავების მანქანაში.
“ძალიან მშვიდად გადავაადგილდებოდი, ამ დროს მოვიდა ჩემს დასაკავებლად გოგა მემანიშვილი. ის იყო ძალიან აგრესიული, მაგინებდა და მირტყამდა მუშტს თავის არეში. მე ვიყავი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი მანქანაში, პოლიციელი მემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, მაგინებდა და მეუბნებოდა – მოგკლავ, შე ვაი-რევოლუციონეროო. გოგა მემანიშვილის მოწმედ მოყვანის შუამდგომლობა არც ახლა იქნა დაკმაყოფილებული. მაკავებს გოგა და შემდეგ ამ საქმეს აწერენ სხვა რიგით პოლიციელს”, – აცხადებს ბექა პაპაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ბაჩო ახალაია პროკურორს – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია, ვინც მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა, მე ტერორისტებთან მოლაპარაკებას არ ვაწარმოებ

ბაჩო ახალაია პროკურორს – სხდომის დახურვის წინააღმდეგი ვარ – ტერორისტია ის, ვინც ჩემი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას მთხოვდა და ვინც ჩემი ცოლ-შვილი მძევლად აიყვანა – ვინც ეს დაგავალა, გადაეცი: საფლავიდან ამოგთხრი