საქართველოში ყველაზე დიდი ინტერნეტპროვაიდერი „მაგთი“ განმარტავს, რომ გუშინ, 27 იანვარს რამდენიმე საათის განმავლობაში ინტერნეტი გათიშული იყო საქართველოსა და თურქეთში ქსელის დაზიანების გამო. ეს არის კომპანიის პირველი განცხადება, რომლითაც აბონენტებს მიზეზს განუმარტავს.
„მაგთიკომი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ პროვაიდერია საქართველოში. კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მათ 3 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ.
„მაგთი“ აცხადებს, რომ საქართველოს ინტერნეტთან წვდომა აქვს გადაზღვეული არხებით, რომელთაგან ერთი თურქეთის ტერიტორიაზე დაზიანდა გუშინ, 27 იანვარს. მეორე, სარეზერვო არხი კი სამ ადგილზე დაზიანდა საქართველოში, აჭარის რეგიონში 27 იანვარს, 21:21 საათზე.
კომპანიის განცხადებაში წერია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა, საქართველოში სამი „საეჭვო დაზიანების“ გამო კი ინფორმაცია მიაწოდეს სამართალდამცავ უწყებებს.
აჭარაში დაზიანებული არხი 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა, შესაბამისად ამ დროიდან „მაგთის“ აბონენტებს მიწოდება ინტერნეტი.