კომპანია მაგთიკომის განცხადებით, მათი ქსელის ინტერნეტის დროებითი გათიშვა გლობალურ ინტერნეტქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია.
“გლობალურ ინტერნეტქსელზე შექმნილი პრობლემის გამო, მაგთიკომის აბონენტების ნაწილს ინტერნეტთან წვდომა გარკვეული დროით შეეზღუდა. ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს და ამ მომენტისთვის პრობლემა აღმოფხვრილია. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის”. – წერია მაგთის განცხადებაში.
9 აპრილის შუადღეს, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგთის როგორც მობილური, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი გარკვეული დროით გათიშული იყო.