სამოქალაქო ატივისტი, მაგდა მამუკაშვილი:
პრეტენზია მოვისმინე, რომ ხალხი ხომ იბრძვის ქუჩაში, უვიზოს შეჩერებას რატომ აპირებს ევროპაო. ქუჩაში იცით რამდენი ადამიანი იბრძვის ყოველდღიურად? 200. ეს ხალხი ცვლილებებისთვის არ არის საკმარისი. გამოდის, რომ ამ 200 ადამიანის ხარჯზე მოუნდა ერს კეთილდღეობა და ევროპაში სიარული? რა არასწორია ეგ მიდგომა, მეგობრებო, მომხმარებლური დამოკიდებულება, არაემპათიურობა. ქართველის ასეთი გამომყენებლობა მე არ მინახავს აქამდე. ქოცებზე დიდი ქოცობაა ეგ.
ქუჩაში ვინც დგას, თითქმის არავის აქვს გეგმაში ევროპაში წასვლა.
პირველი იმიტომ, რომ მოგზაურობის ნერვი არ აქვთ, მეორე იმიტომ, რომ მოგზაურობის ფულიც არ აქვთ, უმეტესობა გადარჩენის ზღვარზეა, ძლივს გააქვს თავი. და ამ ხალხისთვის ახლა ყველაზე პრიორიტეტულია გამოხატვის თავისუფლება შეუნარჩუნოს ქვეყანას, რადგან სხვანაირად ეს ერი ვერ იარსებებს. ეს ხალხი გაწყდა წელში და კიდევ აქეთ იღებენ დამუნათებას, აბა რა შედეგს მიაღწიეთო. ე ბიჭო, 200 000 რომ ვიყავით და ბოლოს 200-ს შეატოვეთ დაუსრულებელი საქმე, რა შედეგს ელოდებით? არ მოვა მასე ცვლილებები, ყველა უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და ამათ წასვლამდე არ შეხვიდეთ. ნამდვილი ბრძოლით უნდა გამოხვიდეთ და არა ჰაიპისთვის, აი მაშინ გვეშველება.




