“მაგარი პროექტია” | მთავრობის ცნობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დამტკიცდა

საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერის ხელმძღვანელობით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოშიმდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაზე მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი დაამტკიცეს, მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევა. “ძალიან მაგარი პროექტია” – ამბობს გავრცელებული ვიდეოს მიხედვით .
“კომისიის წევრებმა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრებისგან წინა სხდომიდან დღემდე განხორციელებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები დაგეგმეს. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს სამშენებლო კომპანიის შერჩევა. მთავრობის მეთაურმა მინისტრებს კონკრეტული დავალებები მისცა. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ამბობს, რომ უკვე გამოყოფილია ადგილობრივი კომპანია იორში, რომელიც შუამავალია იქაური პროცედურების გავლის და ზედამხედველობის კუთხით. მისივე თქმით, არქიტექტორთა ჯგუფი საქართველოს მხრიდან ამ ფირმასთან ინტენსიურად თანამშრომლობს.
სავარაუდოა, რომ მშენებლობა რამდენიმე წელი გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ