ჩელენჯ თასის პირველ ტურში „შავმა ლომმა“ საკუთარ მოედანზე „ვანი“ 22:19 დაამარცხა.
მატჩი ძალიან საინტერესო გამოვიდა, პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 13:7 მოიგო. შესვენების შემდეგ უშეღავათო ბრძოლა გაგრძელდა, სტუმრებმა სამჯერ გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა საბოლოდ გამარჯვების მოპოვება „შავმა ლომმა“ შეძლო.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა მატკავა დაასახელეს.
შემდეგ მატჩს „შავი ლომი“ 11 იანვარს სახლში ფრანგულ „ბაიონასთან“ ჩაატარებს.
თბილისი. “მიხეილ მესხი”
შავი ლომი (საქართველო) – ვანი (საფრანგეთი) 22:19
შავი ლომი
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. იოანე მეტრეველი, 11. ალექსანდრე
თოდუა, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;
შერკინება: 1. ვასილ კაკოვინი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ლადო ჩაჩანიძე, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ლუკა ივანიშვილი.
მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. დემურ თაფლაძე, 23. ამირან შვანგირაძე.