ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიასთან 1/8-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი ყოფილი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
“ზოგიერთი ურთიერთობის წაშლა შეუძლებელია. ჩემს ზოგიერთ ფეხბურთელთან ისევ მაქვს ურთიერთობა და კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია. ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ ერთმანეთს კომპლიმენტები ვუძღვენით. მას არავინ არ იცნობდა, ან ცოტა ვინმე თუ იცნობდა. ახლა ის სამართლიანად ყველას მიერ აღირებულია.
“კვარამ” ისეთ მაღალ დონეს მიაღწია, რომ ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია გაუმკლავდეს. ახლა ჩვენ ისეთი ტოპ-დონის მოთამაშეზე ვლაპარაკობთ, რომელმაც თავისი ფასეულობა დაამტკიცა და კარიერაში დიადი საქმეების
გაკეთება შეუძლია”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში