“იუვენტუსის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, ლუჩანო მოჯის მიაჩნია, რომ “ბებერ ქალბატონს” ჩემპიონობისთვის ბრძოლა არ შეუძლია. ამის შესახებ მან Adnkronos-თან ინტერვიუში განაცხადა:
“იუვენტუსის” შეფასება ძნელია, რადგან ივლისში ახალი პროექტი დაიწყო, ამას კი დრო სჭირდება. ახალი გუნდის აშენება ხუთ თვეში ან თუნდაც ერთ წელიწადში წარმოუდგენელია. თანაც სიტუაცია ძალიან გაართულა ფეხბურთელების ტრავმებმა. როდესაც ეს რთული პერიოდი გადაილახება, შედეგები გაუმჯობესდება.
“იუვენტუსი” სკუდეტოს მოსაგებად მზად არ არის. მიზნად მხოლოდ მეოთხე ადგილზე გასვლა შეიძლება დაისახონ, რადგან სამი უფრო ძლიერი გუნდია: “ნაპოლი”, “ატალანტა” და “ინტერი”. ამის მიღწევა ადვილი
არ იქნება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, თუ ვლაჰოვიჩი და გონსალესი მალე ჩადგებიან მწყობრში”.