ლუქსემბურგის სასამართლომ რომან აბრამოვიჩს სანქციების მოხსნაზე უარი უთხრა

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა.
ში ს შეჭრის შემდეგ, აბრამოვიჩის წინააღმდეგ ევროკავშირმა შეზღუდვები დააწესა. პერსონალური სანქციების პარალელურად, გაყინეს აბრამოვიჩის ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული აქტივები.
ოლიგარქმა ეს გადაწყვეტილება ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. ის ამტკიცებდა, რომ არ აფინანსებდა რუსეთის სახელმწიფოს და ბრალდებები პუტინთან მის მჭიდრო კავშირზე, სიცრუე იყო, თუმცა საბოლოოდ, აბრამოვიჩმა საქმე წააგო.
„საერთო სასამართლო უარყოფს აბრამოვიჩის სარჩელს, რითაც ადასტურებს მის მიმართ მიღებულ შემაკავებელ ზომებს“, – ნათქვამია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” ყოფილი მფლობელი, რუსეთის, სა და პორტუგალიის მოქალაქე რომან აბრამოვიჩი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად ითვლება.
2021 წლის ბოლოს Forbes-მა მისი ქონება 14,2 მილიარდ დოლარად შეაფასა. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბრიტანული Times-ის ცნობით, აბრამოვიჩის ქონება განახევრდა.
ომის დასაწყისში აბრამოვიჩმა შუამავლობაც სცადა მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში.