ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი: ძალიან ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება

“მე ძალიან ღიად ვუთხარი ქართულ მხარეს, რომ ეს იყო ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუება. იმ დღეს, როცა გადავწყვიტეთ, რომ მათ უნდა ჰქონოდათ ევროპული მომავალი, მათ გადაწყვიტეს უკან დაბრუნება. ეს რთულია, ჟურნალისტები, ხალხი, უმცირესობები, ყველა ის საკითხი, თვეების, წლების განმავლობაში ამბობდნენ რომ უნდათ იყვნენ ახლოს ევროპასთან და დღეს, როცა ვთქვით, მოდით დავიწყოთ როგორც ფრანგები ამბობენ, თაფლობის თვე, მათ გაშორების პროცედურა დაიწყეს. ასე რომ, ეს რთულია. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელები, თუ ისინი წავლენ არასწორი გზით, იმაზე მეტად დაშორდებიან ევროპულ მომავალს, ვიდრე შარშან ამ დროს. ეს ჩემი პერსონალური აზრია” – ამბობს ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხავიერ ბეტელი Euroscope-ის გავრცელებულ ვიდეოში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”