ლუქსემბურგის ევროპულმა სასამართლომ რომან აბრამოვიჩს სანქციები არ მოუხსნა

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მხარი დაუჭირა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება არ იყო მცდარი, რადგან აბრამოვიჩი არის მეტალურგიული ჰოლდინგის Evraz-ის უმსხვილესი აქციონერი, რომელსაც მნიშვნელოვან როლი წვლილი შეაქვს ს ეკონომიკაში.
რომან აბრამოვიჩი 2022 წლის მარტში რუს ოფიციალურ პირებთან, გამოჩენილ ბიზნესმენებთან და ოლიგარქებთან ერთად ევროკავშირის შავ სიაში მოხვდა. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მას “დიდი ხნის და მჭიდრო კავშირები აქვს ვლადიმერ პუტინთან” და “ჰქონდა პრივილეგირებული წვდომა პრეზიდენტთან და ინარჩუნებდა ძალიან კარგ ურთიერთობას მასთან.”
ევროკავშირის თქმით, ამ კავშირებმა მაგნატს საშუალება მისცა, „შეენარჩუნებინა თავისი მნიშვნელოვანი სიმდიდრე“ და, შესაბამისად, „ესარგებლა რუსეთის ლიდერებისგან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ს ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე.“
რომან აბრამოვიჩი, გარდა ევროკავშირის სანქციებისა, ასევე ჩნდება დიდი ბრიტანეთის სანქციების სიაში.
რომან აბრამოვიჩმა სანქციების სიაში მისი შეყვანა მისი ფუნდამენტური უფლებების დარღვევად შეაფასა. ის ამტკიცებდა, რომ ეს იყო აშკარა შეცდომა.
europetime