ლურჯი ბარათი ფეხბურთში? – დღეს საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს

Telefootball-ის ცნობით, ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭო დღეს, 9 თებერვალს, ლურჯი ბარათების შემოღებას მხარს დაუჭერს.
მას შემდეგ, რაც მსაჯი ფეხბურთელს ლურჯ ბარათს უჩვენებს, მოთამაშე მოედანს 10 წუთით დატოვებს. ლურჯი ბარათით გაფრთხილებას მიიღებენ ფეხბურთელები, რომლებიც სახიფათო შეტევას ჩაშლიან ან მსაჯს შეეკამათებიან.
მოთამაშე, რომელიც 2 ლურჯ ბარათს მიიღებს, მოედნიდან გაძევებული იქნება. ასევე, თუ ფეხბურთელი ლურჯი ბარათის მიღების შემდეგ ყვითელ ბარათს მიიღებს, ავტომატურად წითელ ბარათად გადაკეთდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნულს 2024/2025 წლების სეზონში მამაკაცთა და ქალთა შორის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის შეხვედრებში გამოცდიან.
ამის ბოლო ის იქნება რომ ე.წ ლურჯი გაუქმდება და ყველა ყვითელი ბარათი იქნება ათწუთიანი გაძევება,წითელი კი დარჩება წითლად.არანაირი ლიმიტი აღარ იარსებებს ყვითელი ბარათების გამო თამაშის გამოტოვების,რაც სრულიად სამართლიანი მგონია,რადგან შეიძლება ჩემთან მიიღოს ბარათი და ამის გამო ჩემს კონკურენტთან თამაში გამოტოვოს.არაა ლოგოკური მგონი…