ლუნინმა შესაძლოა, კარიერა თურქეთის ჩემპიონატში განაგრძოს

თურქული Sporx-ის ინფორმაციით, “გალათასარაის” “რეალის” 26 წლის უკრაინელი მეკარის ანდრეი ლუნინის დამატება სურს და ამისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციასაც ამზადებს.
სტამბოლურ გუნდს სეზონის ბოლოს ვეტერანი ურუგვაელი კიპერი ფერნანდო მუსლერა ტოვებს და “ბლანკოსის” ამჟამინდელი კარის დარაჯიც მის შემცვლელად განიხიხლება.
თურქები ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს მომავალში აპირებენ.
მიმდინარე სეზონში ლუნინმა ჯამში ყველა ტურნირზე “რეალის” ფორმა 10 შეხვედრაში მოირგო, სადაც 13 გოლი გაუშვა და 4 მატჩში კარი “მშრალად” შეინახა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში