ლუკ კოფი – არ ვიცოდი, რომ კობახიძე „ჰამასის“ მომხრე იყო

ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც დერეკ შოლესთან საუბრისას გამოხატა გულწრფელი იმედგაცრუება 2020-2023 წლების ორი რევოლუციური მცდელობის გამო, რომელიც ამერიკის ყოფილი ელჩის მხარდაჭერით და გარედან დაფინანსებული „ენჯეოების“ მეშვეობით განხორციელდა.
„ეს იდიოტობაა“, – წერს ლუკ კოფი სოციალურ ქსელში.
ამასთან, კობახიძის კომენტართან დაკავშირებით, რომ დერეკ შოლესთან არ გამოუხატავს შეშფოთება ნიუ-იორკში სტუდენტების პროტესტის დარბევის გამო, ლუკ კოფი წერს: „არ ვიცოდი, რომ „ჰამასის“ მომხრე იყო“.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს