“ლუკმენი “კვარას” ამიტომ მირჩევნია” – “ნაპოლის” და “ატალანტას” ყოფილი ფეხბურთელი

“ნაპოლისა” და “ატალანტას” ყოფილ ფეხბურთელს ინასიო პიას, Marte Sport-ის ეთერში სა და ადემოლა ლუკმენის შედარება სთხოვეს. ვეტერანმა მოთამაშემ არჩევანი ნიგერიის ნაკრების შემტევის სასარგებლოდ გააკეთა.
“ნაპოლისა” და “ატალანტას” დაპირისპირება დიდებული იქნება, ორივე გუნდი ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს, მათ შესანიშნავი მწვრთნელები ჰყავთ, ეს ნამდვილი შოუ იქნება.
“პარტენოპეის” უზარმაზარი ტალანტი აქვს, ლუკაკუ ბრწყინვალე ფორმაშია, ნერეში კი თამაშებს იგებს. თავის მხრივ, “ატალანტას” სიურპრიზის შეთავაზება ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია. მაგალითად, ლუკმენი ძალიან ბევრს მოძრაობს, ის თუ ხვიჩა? მე ადემოლას ავირჩევ, პირადად მე ნიგერიელი უფრო მომწონს, რადგან
შეტევაში მეტ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ქართველი დამანგრეველია თუ ფლანგზე დარჩება, მაგრამ ლუკმენს თამაში მეორე თავდამსხმელის პოზიციაზეც შეუძლია. მე უპირატესობას მრავალმხრივ მოთამაშეებს ვანიჭებ”, – განაცხადა პიამ.
შეგახსენებთ, “ნაპოლისა” და “ატალანტას” დაპირისპირება ხვალ, 3 ნოემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.