სამოქალაქო აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო მსვლელობის დაგეგმვა მხოლოდ ოპოზიციონერ პოლიტიკოსების საქმე არ არის და ამ პროცესში თავის სიტყვას მოქალაქეები აუცილებლად იტყვიან. მისი თქმით, “ოცნება”, რომელმაც ქართველ ხალხს არჩევანი წაართვა, მოქალაქეებმა არაერთხელ გააფრთხილეს, თუმცა ხელისუფლებამ არ შეისმინა, ამიტომ ისინი რადიკალური ნაბიჯებისთვისაც მზად არიან.
“რადიკალური პროცესების გარეშე ცვლილებები არ დადგება, ” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს. ეს პროცესი რომ მაინც და მაინც იყოს პოლიტიკოსების მართული და ა.შ., ეს ასე არ არის. მაგალითად, ჯგუფმა „დაიტოვემ“ დააორგანიზა დღეს საპროტესტო მსვლელობა და ყველა ცვლილება სტორიულად ყველა ქვეყანაში არ იყო საჭირო, რომ მაინც და მაინც პოლიტიკოსებს მოეხდინათ, თუმცა ჩვენ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მივანიჭეთ ძალაუფლება და მოსილება და რეალურად, ავირჩიეთ კოალიციური ხელისუფლება, მივეხმარებით ნებისმიერ საპროტესტოს მუხტში, ნებისმიერ გეგმაში. ასე რომ, მგონია, რომ ეს მოქალაქეები იტყვიან გადამწყვეტ სიტყვას. ვინმეს თუ ჰგონია, რომ არჩევნები დამთავრდა და ეს დაწერილი რიცხვები შეერგო „ქართულ ოცნებას“, ძალიან სცდება. ჩენ ერთხელ გავაფრთხილეთ „ქართული ოცნება“ რუსული კანონის პირობებში, როცა აქციები იყო, მეორედ გავაფრთხილეთ, როცა ფაქტობრვად, ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ამომრჩევლის, 2012 წლის მაჩვენებელი თითქმის განმეორდა. ასე რომ, მესამე გაფრთხილება აუცილებლად იქნება მკაფიო და აუცილებლად იქნება პროცესი რადიკალური. ამ რადიკალური პროცესების გარეშე ქვეყანაში ცვლილებები არ დადგება და ვიღაცეებს რაღაც სიტყვების ნუ შეეშინდებათ, მათ შორის რევოლუციის. ეს არ არის ცუდი სიტყვა, რევოლუცია არის წარმატების საწინდარი, – ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.