ლუკა შველიძე – საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია

მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ლუკა შველიძემ განაცხადა.
შველიძემ, რომელმაც გახსნა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან, ამომრჩევლებს განუცხადა, რომ მათთან ერთად მზადაა ყველა ხმის დასაცავად.
“მე არ მინდა, რომ დიდხანს დაგტვირთოთ პოლიტიკური სიტყვით, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრ არჩევნებში მიგიღიათ მონაწილეობა და მრავალი სიტყვა მოგისმენიათ. მინდა, მხოლოდ შეგახსენოთ და თქვენში გავაღვიძო ის ახალგაზრდები, რომლებიც 9 აპრილის ღამეს ქუჩაში იდგნენ და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. მინდა, გაგახსენოთ და გავაღვიძოთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტი ჩაყარეს 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს არჩევნები პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც. მე იმ ოჯახიდან ვარ, რომლის თაობები რუსეთთან ბრძოლაში გაიზარდნენ, და დღეს მე რუსულ რეჟიმს ვებრძვი თქვენთან ერთად”, – განაცხადა შველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა