ლუკა შველიძე – საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია

მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ლუკა შველიძემ განაცხადა.
შველიძემ, რომელმაც გახსნა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან, ამომრჩევლებს განუცხადა, რომ მათთან ერთად მზადაა ყველა ხმის დასაცავად.
“მე არ მინდა, რომ დიდხანს დაგტვირთოთ პოლიტიკური სიტყვით, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრ არჩევნებში მიგიღიათ მონაწილეობა და მრავალი სიტყვა მოგისმენიათ. მინდა, მხოლოდ შეგახსენოთ და თქვენში გავაღვიძო ის ახალგაზრდები, რომლებიც 9 აპრილის ღამეს ქუჩაში იდგნენ და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. მინდა, გაგახსენოთ და გავაღვიძოთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტი ჩაყარეს 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.
მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც. მე იმ ოჯახიდან ვარ, რომლის თაობები რუსეთთან ბრძოლაში გაიზარდნენ, და დღეს მე რუსულ რეჟიმს ვებრძვი თქვენთან ერთად”, – განაცხადა შველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურის მაჯიდ მუსავის განცხადებით, ქვეყნის რაკეტების მარაგი გაიზარდა და მისი ქვედანაყოფი თავდაცვითი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა. „ჩვენი რაკეტების მარაგი გაიზარდა. გვარდიის საჰაერო კოსმოსური ძალები თავდაცვითი მზადყოფნის პიკზე არიან და მზად არიან ნებისმიერი აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, – აღნიშნა მაჯიდ მუსავიმ.