ბუდაპეშტი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე წარსდგნენ, მათგან ასპარეზობას მაისურაძე აგრძელებს.
მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლუკა მაისურაძე ასპარეზობაში პირველი წრიდან ჩაერთო და აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ლუკამ მომდევნო ეტაპზე იტალიელი კრისტიან პარლატის აჯობა, მაისურაძემ ჩეხ დავიდ კლამერტსაც სძლია და მეოთხედფინალში გავიდა.
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა, პირველი წრე გამოტოვა, მეორე წრეში კი ბელარუსი ალექსანდრ სიდორიკი დაამარცხა, სამწუხაროდ ლაშა მესამე წრეში იტალიელ კენი კომი ბედელთან დამარცხდა და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.
· გიორგი გუჯეჯიანის ინტერვიუს მოვუსმინე. ყოველთვის დალაგებულად ლაპარაკობს, მაგრამ მისი ნათქვამიდან ჩემთვის პირადად ისაც გამოჩნდა რომ ნაკრებში ერთადერთი ავტორიტეტი აღარ არის. ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რაც ძალიან დასაფასებელია. ერთი შეხედვით თავისი საქმე თვითონ იცის უნდა იასპარეზებს უნდა არა მაგრამ ნაკრებში სხვებიც არიან და ეს მათზეც მოქმედებს. მოკლედ, მთვარი მწვრთნელის ალტერნატივა არ უნდა არსებობდეს. მაისურაძე მშრომელი და თავმდაბალი ბიჭია; ასეთია სულამანიძეც. და ორივეს იმედი მაქვს რომ რაც შეუძლიათ იმას დადებენ, და წარმატებას ვუსურვებ.
· zaza ეს იდიოტი კომენტატორები მოაშორეთ რა.შეხვედრა დაწყებული არაა და შეჭამს,გადაჭამს,ჩვენი ლომი ამათ ნახე რას უზამს,ამცირებენ მეტოქეებს.ჯერ მოიგე და მერე იტრაბახე რა.ლომი ბექაური სახლშია და იბაქიბუქეთ ეხლა.ფუ სამარცხვინო ხალხი.
· პაატა ნაკრებს სჭირდება ახალი მთავარი მწვრთნელი, ამას უკვე მიშვებული აქვს საქმე, აღარც დისციპლინაა და ძველი ინერციით მიდიან… მსოფლიოზე მნიშვნელოვანი ტურნირი წელს აღარ იქნება, აქ უნდა ყოფილიყვნენ ფორმის პიკში… იმედია სწორ დასკვნებს გამოიტანენ (მაგრამ ვინ ეგ უკვე საკითხავია:))… წარმატება ლუკას!!!
· ალექსანდრე ძალიან კარგი. არ უნდა ამ კაცს მსოფლიო, მარტო ოლიმპიადა ეპიტნავება. სირცხვილია ეს ჭიდაობა, იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ კადრულობს..
· Otar ლაშა მთელი შეხვედრა მხოლოდ ერთი ილეთის ჩატარებას ცდილობდა და რა ვიცი, აბა.
· ლევანი ეჰ, ლაშამ უკვე წააგო….
· სურიკას აბა, შენი ზემლიაკი არავინაა და……. ))))
· zura222 ქართული ფინალი გვინდა დღეს!
“მართალია გავიმარჯვე, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი” – უტა აბე
[VIDEO] გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
[VIDEO] დაბრუნება შედგა – ლაშა ბექაური ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
“ახალ ოლიმპიურ სასახლეში”, მამუკა კვარაცხელიას წიგნის, “სამასმეერთე”-ს პრეზენტაცია გაიმართა
ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატსაც ჩაეხსნა
10-თვიანი პაუზის შემდეგ – ბექაური ტატამზე ბრუნდება
ლუკა მაისურაძე ჯიგორო კანოს ტურნირზე ფინალში დამარცხდა
ლაშა ბექაურმა ბუდაპეშტის მასტერსზე ჩემპიონობა რაჭაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს მიუძღვნა
მამარდაშვილმა ბექაურს აჯობა – პრიზი ვალენსიაში
“დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია მართალი — ამ სიტუაციაში ვარ ზუსტად” – ლუკა მაისურაძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს
ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
