ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

– 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ტოკიოს გრანდ-სლემზე ზედიზედ მეორედ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ახალგაზრდა ძიუდოისტი ფინალში ლეგენდარულ სანშირო მურაოსთან დამარცხდა.
ლუკა ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო და იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმოჩი დაამარცხა, შემდეგ კი ესტონელ კალიულადს სძლია. ნახევარფინალში კი მაისურაძემ იაპონელ კომეი კავაბატს აჯობა.
შეგახსენებთ, აღნიშნულ ტურნირზე 44 ქვეყნის 274 სპორტსმენი მონაწილეობდა.