ლუკა მაისურაძემ პარიზის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]

პარიზის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს, ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მაისურაძემ ფრანგი მაქს ლომბარდი და მსოფლიოს იაპონელი ჩემპიონი გოკი ტაჯიმა დაამარცხა, ფინალში კი კორეელ კიმთან დამარცხდა.
ინანეიშვილმა (+100 კგ) ფინელ მარტი პუმალაინენს იპონით სძლია, ნახევარფინალი კორეელ ლისთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ იუტა ნაკამურასთან დამარცხდა.
რეპეშაჟში მარცხი ზაურ დვალიშვილმა (81 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+100 კგ) განიცადეს. ტურნირს ადრეულ ეტაპზე კოტე კაპანაძე (81 კგ), ნიკა ხარაზიშვილი (90 კგ) და ნიკოლოზ ზაალიშვილი (100 კგ) გამოეთიშნენ.
მაისურაძემ არ წააგო ეს ფინალი! როგორც ყოველთვის ქართველი ძიუდოისტების აქილევსის ქუსლია დაღლა… ვერა და ვერ აღმოფხვრეს ეს პრობლემა!!!! დაიღალა და მაგით წააგო რა გახდა კარგი მოსამზადებელი ზბორის გავლა? ყველა გვეღლება გოლდენ სკორში ფეხზე ვერ დგანან.