ლუკა ლოჩოშვილი: უფრო ბედნიერი უნდა იყოს ის თაობა, რომელიც თამაშს ახლა იწყებს

„ძალიან დიდი სტიმულია, როდესაც შენს ქვეყანაში გაფასებენ – ღირსების ორდენი იყო, იყო ფინანსური ბონუსი, რაც საქართველოს ნაკრებს გაგვიკეთეს, მოტივაცია არის, წახალისება არის. ჩვენი კაპიტანია [გურამ კაშია] და ყველა ფეხბურთელის სახელით მან მადლობა გამოხატა. რა თქმა უნდა, გუნდში ყველა მადლობელია.

ჩემთვის ყველაფერი მოტივაციაა, როდესაც ვიღაც რაღაცას გიფასებს, შენი საქმე რომ ფასდება. ვფიქრობ, ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი, რაც მოხდა, ის ისტორია, რაც სტადიონზე დავწერეთ და უნდა განვვითარდეთ ყველა ერთად. უფრო ბედნიერი უნდა იყოს ის თაობა, რომელიც თამაშს ახლა იწყებს“, – აცხადებს ლუკა ლოჩოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?