ლუკა ლოჩოშვილი: ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთთან წაგებული მატჩის (0:1) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გააკეთა:
„იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში ვდომინირებდით და ერთი კონტრშეტევა გამოგვეპარა. მეტოქეს მეორე ტაიმში სხვა მომენტი არც ჰქონია. თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა. ვფიქრობ, ფრეს მაინც ვიმსახურებდით. თუმცა, ეს ფეხბურთის ნაწილია. ალბანეთი კომპაქტურად იცავს თავს, და მიუხედავად ამისა, მომენტები მაინც გვქონდა. იმედგაცრუებული ვართ, რადგან მოედანზე მოსაგებად ვიყავით გასულები“.
nakrebi.ge