ლუკა კურტანიძის საქმეზე განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს

ს საქალაქო სასამართლოში დღეს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 16:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომას ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს. დღეს, შესაძლოა, კურტანიძის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.