ლუკა კურტანიძე დააკავეს

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე დაკავებულია. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ლუკა კურტანიძე დაკავებულია ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით, სსკ-ის 126-ე პრიმა და 381 -ე პრიმა მუხლებით.
კურტანიძეს ყოფილი მეუღლე, ხათუნა მიქაცაძე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ქობულეთში მოხდა. მიქაცაძის განცხადებით, ლუკა კურტანიძემ მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.
მისივე განმარტებით, ელდარ [ლუკა] კურტანიძის მიმართ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული და მასთან მიახლოება ეკრძალებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თემურ ჯაგოდნიშვილი: თსუ და სტუ ჩვენთვის კემბრიჯიც არის, ოქსფორდიც არის და არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი არა მარტო განათლების, არამედ ჩვენი კულტურის, ეროვნული მეობის შინაარსის გამოკვეთაშიც

გვარამია: მთავარია, არავინ შეყვა ქოცებს პარლამენტში და არავინ დარეგისტრირდა აგენტად. ზუსტად ამ ორს შორის ვსვამ ტოლობის ნიშანს და ეს ორი მიმაჩნია გარდამტეხ წერტილად ქართულ პოლიტიკურ ბრძოლაში. დანარჩენი ლირიკაა