ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57.03 ქულით მეცხრე ადგილზე იყვნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134.85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191.88 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.
31 იანვარს შეჯიბრებაში რითმულ ცეკვებში საქართველოს სახელით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი იასპარეზებენ.