ლუკაშენკო წელს მეორედ გაემგზავრა ჩინეთში – Reuters

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო წელს მეორედ გაემგზავრა ჩინეთში სამუშაო ვიზიტით, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლუკაშენკო პეკინში მოლაპარაკებას გამართავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.
„მოლაპარაკებები ბელარუსის პრეზიდენტსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის პეკინში გაიმართება“, – აცხადებენ ლუკაშენკოს პრესსამსახურში.
დღის წესრიგშია სავაჭრო, ეკონომიკური, საინვესტიციო და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.