ლუკაშენკო: კარგი იქნებოდა თუ საქართველო დსთ-ში დაბრუნდებოდა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მისი სურვილია, საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნების „ოჯახში“ დაბრუნდეს.
ამის შესახებ პუტინის მოკავშირე ავტორიტარმა ლიდერმა 8 ოქტომბერს მოსკოვში დსთ-ის ქვეყნების ლიდერების შეკრებაზე ისაუბრა.
„ეროვნული აღმშენებლობის თვალსაზრისით, საბჭოთა გამოცდილებას ანალოგი არ აქვს ისტორიაში. […] საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, აღარ არის, დასავლეთი კი არ წყვეტს საბჭოთა წარსულის დემონიზაციის მცდელობებს. აგრძელებენ ბრძოლას აჩრდილთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ერების ისტორიული ერთობა ჯერ კიდევ აშფოთებს ვაშინგტონსა და ბრიუსელს.
ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ჩვენს ოჯახში დაბრუნდებოდა საქართველო, სრული ფორმატით მონაწილეობას აღადგენდა მოლდოვა, დაფიქრდებოდა უკრაინის ხელისუფლება. ყველა აღვადგენდით ნორმალურ ცხოვრებას, სადაც ყველა მივიღებდით მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, — განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკოს პოზიციები და ციტატები მისსავე ვებგვერდზე ვრცელდება.
ლუკაშენკოს დსთ-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 2023 წელს ისიც აქვს ნათქვამი, რომ „საქართველოს მობეზრდა დასავლეთის დაპირებები და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბაზარზე დაბრუნება სურს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური პატიმარია არამხოლოდ საქართველოში, მთელს რეგიონში – ის დაუყოვნებლივ, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ეს რეზოლუციაში იყო მოთხოვნილი