ლუკაშენკო: თუ [პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს] მსოფლიო რუკიდან გაქრობა კიდევ ერთხელ სურთ – ეს მათი არჩევანი იქნება

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები [დასავლეთს] საშუალებას აძლევენ, რომ უკრაინის შემდეგ კიდევ ერთ სამხედრო პოლიგონად აქციონ. ჩვენს უახლოეს დასავლელ მეზობლებს [ისინი] სხვა არცერთი სტატუსით არ სჭირდებათ. გერმანია არმიის შექმნისას საკუთარ მიწაზე ბრძოლას ცდილობს? არა.

თქვენ ხედავთ, როგორ იბრძვიან პროქსი ომს უკრაინაში. ზუსტად ასე უნდათ ჩვენთან ბრძოლა, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგაც. სლავური ხალხები ყოველთვის ყელში ედგათ. ისინი ომს უცხო მიწაზე გეგმავენ. ამ შემთხვევაში [ეს მიწა] – ლიტვა, ლატვია, და პოლონეთია. ასე რომ, ამ სახელმწიფოებს დასავლეთისთვის სხვა დანიშნულება არ აქვთ და სხვა მხრივ არ აინტერესებთ. თუ [პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს] მსოფლიო რუკიდან გაქრობა კიდევ ერთხელ სურთ – ეს მათი არჩევანი იქნება, თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა