ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინასთან მთელ საზღვარზე ჯარებია განთავსებული

სააგენტო Reuters-ი ს საინფორმაციო სააგენტოს, რია-ზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ბელარუსის მმართველმა, ოლიაქანდრ ლუკაშენკამ 18 აგვისტოს განაცხადა -ბელარუსის საზღვრის გასწვრივ ჯარების განთავსების შესახებ.
რია იტყობინება, რომ ლუკაშენკას თქმით, უკრაინამ ბელარუსის საზღვრის გასწვრივ განათავსა 120 ათასი სამხედრო და მინსკმა საპასუხოდ სამხედრო ნაწილები გააგზავნა მეზობელ სახელმწიფოსთან მთელი საზღვრის გასწვრივ.
ამ ორ ქვეყანას ყოფს 1084 კილომეტრიანი საზღვარი.
ლუკაშენკა – პუტინის მოკავშირე, აცხადებს, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვარი დანაღმულია „როგორც არასოდეს ადრე“ და უკრაინის ჯარებს უზარმაზარ დანაკარგი ექნებათ, თუ მის გადაკვეთას შეეცდებიან.
წყარო: რადიო თავისუფლება