ლუკაშენკო: აშშ-ის წინადადება ცეცხლის შეწყვეტაზე ხრიკი არაა

ბელარუსის პრეზიდენტი ვლადიმერ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების წინადადება ში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ ხრიკი არ არის.
ამის შესახებ ლუკაშენკომ კრემლში, ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.
ლუკაშენკოს აზრით, , დიდი ალბათობით, არ დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ მოსკოვის უარის იმედი აქვს.
ამასთან ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი იკვლევს ნიადაგს, ზეწოლას ახდენს კიევზე, თუმცა არ აქვს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა.
ლუკაშენკოს თქმით, კოზირები ხელთ რუსეთს უპყრია და შეთანხმება შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა მოსკოვი მათ გამოიყენებს.
თავად პუტინს კომენტარი არ გაუკეთებია ერთთვიანი ზავის ინიციატივაზე, რომელზეც და უკრაინა საუდის არაბეთში შეთანხმდნენ, რუსეთში იმყოფება აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. ლუკაშენკოს თანახმად, პუტინი მას დღეს და ხვალ შეხვდება.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რომელიც ერთ-ერთი მომლაპარაკებელი იყო საუდის არაბეთში აშშ-სთან გამართულ შეხვედრაზე, ამბობს, რომ უკრაინაში დროებითი ზავის შემოთავაზება სხვა არაფერია, თუ არა დროებითი ამოსუნთქვა უკრაინელი სამხედროებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება