ლუკაშენკო აფხაზეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს და სპა კომპლექსის აშენებას გეგმავს – ბელარუსი პოლიტოლოგი

ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო თავისი ოჯახისთვის აფხაზეთში [დე ფაქტო] ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და საკურორტო კომპლექსის აშენებას გეგმავს, რომელიც 300 ნომრისგან იქნება შემდგარი, სამედიცინო სპა შენობითა და ტალახის აბაზანებით. ამის შესახებ ბელარუსმა პოლიტოლოგმა, დიმიტრი ბოლკუნეცმა განაცხადა ტელეგრამ არხზე “Абхазский новостной портал-ზე” დაყრდნობით, სადაც გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებიც, სავარაუდოდ, აფხაზი ოფიციალური პირების ოფისებშია ნაპოვნი.
“გარდა ამისა, იგეგმება სამი რესტორნის, დახურული და ღია საცურაო აუზების, საბავშვო ზონის წყლის სასრიალოებით, რეკრეაციული ზონის სპორტული მოედნებითა და 8 VIP სახლის განთავსება. კომპლექსთან სულ მცირე ორი ნავმისადგომის აშენება იგეგმება, რომელთაგან ერთი იქნება VIP იახტებისთვის,” – წერს ბოლკუნეცი.
13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 28 სექტემბერს, ლუკაშენკოს აფხაზეთში [დე ფაქტო] ვიზიტის შემდეგ, 20 ჰექტარი მიწა გადაეცა მის მიერ კონტროლირებად კომპანიას – “დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად”, რაც ითვალისწინებდა სანატორიუმისა და საკურორტო კომპლექსის მშენებლობას ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, შავი ზღვის სანაპიროზე.
“გარდა ამისა, ნაკვეთის ღირებულება შესაძლოა იყოს მილიონობით დოლარი. სოფელ კინდღის რაიონში ფასი განსხვავდება ზღვასთან სიახლოვის მიხედვით. მაგალითად, წყლიდან ას მეტრში 1 ჰექტარი მიწა 31 მილიონ რუსულ რუბლად (დაახლოებით 320 ათას დოლარად) იყიდება. ამ ხარჯიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 20 ჰექტარი ფართობი დაახლოებით 6,4 მილიონი დოლარი დაჯდება. “მარგალიტები 2010″-ის ნაკვეთი მდებარეობს პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე და, სავარაუდოდ, მისი ფასი კიდევ უფრო მაღალია”, – წერია გამოძიებაში.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთსა და საქართველოს შორის ომისა და ორი დე ფაქტო რესპუბლიკის – სამხრეთ ოსეთისა და ს გაჩენის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკო შეხვდა მათ პრეზიდენტებს სოჭში. თუმცა შემდგომში ბელორუსს არასოდეს უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ლუკაშენკომ არაერთხელ თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის შეუფერებელი იყო.
2022 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მისი რეგიონი მზადაა, “ბელორუსისა და ს სამეკავშირეო სახელმწიფოს ნაწილი გახდეს”.
2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სრულიად მოულოდნელად ჩავიდა.