ბელორუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკმა რუსეთის ფედერაციისგან ისკანდერის საზენიტო სარაკეტო სისტემები მიიღო.
„ჩვენ მივიღეთ ისკანდერი. განსაკუთრებით საშიში იარაღი… ხელი მოვაწერე განკარგულებას ამ იარაღის გამოყენების შესახებ. მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პრეზიდენტის თანხმობით “, – აღნიშნა ლუკაშენკომ.
მანამდე ბელორუსის თავდაცვის მინისტრმა ვიქტორ ხრენინმა განაცხადა, რომ ქვეყანა წარადგენს ახალ სამხედრო დოქტრინას, რომელიც პირველად ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 25 მაისს რუსეთისა და ბელორუსის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.