ბელარუსში 2024 წელი ხარისხის წლად გამოცხადდა. ბრძანებას ქვეყნის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აწერს.
პრეზიდენტის პრესცენტრის განმარტებით ინიციატივა “ბელარუსი ხალხის ცხოვრების ხარისხის ზრდას, მსოფლიო არენაზე ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფას, საზოგადოებაში ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას” ემსახურება.
პრესცენტრის თქმით 2024 წელს იგეგმება მაღალტექნოლოგიური და ენერგოეკონომიური პროექტების შესრულება. რესურსები ჩაიდება ახალ იდეებსა და ინიციატივებში. ჩამოყალიბდება ბელარუსული ხარისხის ნიშანი, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებული ხარისხის ნიშნის მსგავსი იქნება.
მომავალი წლის ხარისხის წლად გამოცხადების იდეა პრეზიდენტმა სექტემბერში გამოთქვა. ლუკაშენკომ იმავე თემაზე მოგვიანებით სააქციო საზოგადოება კრისტალის შეხვედრაზეც ილაპარაკა.