ლუკაშენკომ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ალექსანდრ ლუკაშენკომ, ივანიშვილის წარმომადგენელს, მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

შესაბამისი წერილი სათაურით, “მილოცვა პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს” ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

“ათასწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი, რომელიც დიდი იმპერიების ინტერესთა კვეთაზე იმყოფებოდა, სახელმწიფოებრიობისთვის ჯიუტად იბრძოდა, ვაჟკაცურად იცავდა საკუთარი მხარის თვითმყოფადობას და სჯეროდა მისი ნათელი მომავლის.

მინსკი უმაღლეს შეფასებას აძლევს თბილისის მცდელობას შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და მიაჩნია, რომ ეს მცდელობები საქართველოს გაბრწყინებას ხელს შეუწყობს.

დარწმუნებული ვარ, ბელარუს-ქართული მეგობრობის მრავალწლიანი ისტორია ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის აღდგენის საფუძველი გახდება”. – წერია ლუკაშენკოს წერილში.

ბელარუსის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღე ასევე მიულოცა საქართველოს ყველა მაცხოვრებელს.

ლუკაშენკომ ყაველაშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება და ულევი ენერგია, ხოლო ქართველებს მშვიდობა უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე გიორგი: ყველასათვის გახდა ცნობილი არაბული კომპანიის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში… კომპანია რომელიც გაცხადებულად იძახის, რომ 30 000 კაცს ჩამოიყვანს და მისი ტომელები შეისყიდიან და ჩასახლდებიან აქ, მაშინ რას ვაკეთებთ ჩვენ?