ლუკაშენკომ კიდევ 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის ჟურნალისტი ქალი

-ის სპეცწარმომადგენლის, ჯონ კოულის ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებებისა და ზოგიერთი სანქციის მოხსნის შემდეგ, ბელარუსში 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. მათგან 235-ს ბელარუსში დარჩენის უფლება მისცეს, ხოლო 15 იძულებით იქნა დეპორტირებული ლიეტუვაში.ამის შესახებ ინფორმაცია ავრცელებს “ბელსატი”, რეპრესირებული და დამოუკიდებელი მედიასაშუალება ბელარუსიდან.ამერიკული დელეგაცია -ის სპეციალური დესპანის, ჯონ კოულის ხელმძღვანელობით, 19 მარტს მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და მის ოფიციალურ პირებს შეხვდა. კოულმა ლუკაშენკოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან შტატებში მიწვევა გადასცა და ზოგიერთი ამერიკული სანქციის მოხსნის შესახებ განაცხადა — სანქციები მოეხსნა „ბელარუსკალიუმს“ (Belaruskali), „ბელინვესტბანკს“ (Belinvestbank), განვითარების ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს. ამის შემდეგ 250 პოლიტპატიმარი გათავისუფლდა. მათგან 235-ს ბელარუსში დარჩენის უფლება მისცეს, თუმცა 15 მათგანი იძულებით მიჰყავთ ლიეტუვაში.ფონდმა BYSOL-მა გათავისუფლებულთათვის სასწრაფო თანხის შეგროვება დაიწყო.გათავისუფლებულებს შორისაა “ბელსატის” ჟურნალისტი კატერინა ანდრეევაც, რომელიც 2020 წლის აქციების გაშუქებისას დააკავეს და მოგვიანებით 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს “სახელმწიფოს ღალატის” მუხლით. ამ მუხლით ბელარუსში ხშირად აპატიმრებენ ლუკაშენკოს რეჟიმის კრიტიკოსებს. დაპატიმრებულია ანდრეევას ქმარიც.ბელარუსში დონალდ ტრამპის წარმომადგენლის გააქტიურების შემდეგ ლუკაშენკომ უკვე ასობით პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, თუმცა ციხეში კვლავ ბევრია მათი რაოდენობა.

ასევე დაგაინტერესებთ