ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების ნებართვა გასცა

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე ს სამხედრო ობიექტებისა და სამხედრო ფორმირებების განლაგების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ნებართვის გაცემა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომელსაც ლუკაშენკომ ხელი მინსკში, 2024 წლის 6 დეკემბერს მოაწერა – შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებს ეხება “საკავშირო სახელმწიფოს” ფარგლებში.

ცნობისთვის, 5 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი რუსეთსა და ბელარუსს შორის ამ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ.