ლუკაშენკა: ქართულ პროდუქციას ევროკავშირსა და აშშ-ში არ იღებდნენ, მათ „ჩვენ მოგვაკითხეს“

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მორიგ ჯერზე მიანიშნა საქართველოს დაახლოებაზე რუსეთსა და ბელარუსთან და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მაგალითს ც მიბაძავს.
„საქართველო – შეხედეთ რა მოხდა, დღეს წავიკითხე, რომ ისინი უკვე არ გამორიცხავენ, რომ მათთვის შეიძლება, ციტატა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ისინი დღეს ჩვენს ბაზარზე ყიდიან არა მხოლოდ ღვინოს, არამედ სხვა პროდუქციას, რომელსაც ვერსად წაიღებდნენ – არც ევროკავშირში, არც ამერიკაში არ იღებენ, იქ თავისი სიკეთე ჰყოფნით. სად მივიდნენ? მოგვაკითხეს ჩვენ და რუსეთს. ჩვენ საქართველოსთან მანამდეც ვთანამშრომლობდით. აი, გზა, რომელსაც ც დაადგება. მაგრამ გვინდა კი ასეთი რთული გზა? არა“, – უთხრა ლუკაშენკამ ტელეკომპანია „Мир-ს” ინტერვიუში.
„უკრაინელებმა სცადეს ნატოში, ევროკავშირში შესვლა. მოვლენ ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები, ისინი არ ეცდებიან ჩვენი კავშირისგან განრიდებას, ვფიქრობ, უკრაინა ჩვენთან იქნება“, – დაამატა მან.
ლუკაშენკამ ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს „აკვირდებიან“.
პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, გაიზარდა დსთ-ს ქვეყნების წილი ქართულ ექსპორტში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების წილი შემცირდა, მიუხედავად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმებისა.
ევროკავშირის ქვეყნებთან ექსპორტის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ კლებადია, გამონაკლისი იყო 2022 წელი. საპირისპირო მაჩვენებელია დსთ-ს ქვეყნებთან.
მარტში, საქართველოს ელჩისგან, გიორგი საგანელიძისგან რწმუნებათა სიგელების მიღებისას, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ბელარუსი უაღრესად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს ნაბიჯებს თავისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის დასაცავად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას