ლუკაშენკა ტრამპს, პუტინს და ზელენსკის მოლაპარაკებისთვის მინსკში იწვევს

ბელარუსი მზად არის ორგანიზება გაუწიოს ს, -ის და უკრაინის პრეზიდენტების მოლაპარაკებას და მათ შეხვედრის ადგილად მინსკს სთავაზობს. ამის შესახებ, როგორც დღეს, 5 მარტს იუწყება ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“, ქვეყნის მმართველმა, ლუკაშენკამ განაცხადა ამერიკელ ბლოგერთან მარიო ნაუფალთან ინტერვიუში.
ბელარუსის ავტორიტარი მმართველი, პუტინის მოკავშირე ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, როგორია , მისი „დახრა“ საჭირო არ არის და აუცილებელია მასთან მოლაპარაკებაც, რადგან ზელენსკის უკან დგას „უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილი“.
„ამიტომ, გადაეცით ტრამპს, მას აქ ველოდები პუტინთან და ზელენსკისთან ერთად. დავსხდეთ და მშვიდად მოვილაპარაკოთ“, – მიმართა ლუკაშენკამ ბლოგერს.
· 2014 წლის სექტემბერში, ეუთოს შუამავლობით, სა და რუსეთს შორის სწორედ მინსკში გაფორმდა შეთანხმება დონბასში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
· „მინსკის შეთანხმება” კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, თუმცა, ხელმოწერის შემდეგ უკრაინის დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.
· 2022 წლის 21 თებერვალს რუსეთმა უკრაინის ეს ორი რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.
· სამ დღეში, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი, მათ შორის ბელარუსის ტერიტორიიდანაც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები