ლუკაშენკამ ხელი მოაწერა რელიგიური ჯგუფების შემზღუდავ კანონს

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ზღუდავს რელიგიური ჯგუფების აქტივობას ხელახალი რეგისტრაციის დაწესებით და ამგვარი ასოციაციების მხოლოდ იმ ძველ ჯგუფებამდე დაყვანით, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებენ. კანონის ხელმოწერის შესახებ მისმა ოფისმა 3 იანვარს გამოაცხადა.
ჯგუფებმა მოთხოვნა წელიწადის განმავლობაში უნდა დააკმაყოფილონ. ამასთან, კანონს რელიგიური ორგანიზაციებისთვის შემოაქვს წესები, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ისინი ადიქციის მქონე პირებს და როგორ უნდა აღმოუჩინონ სოციალური სერვისები ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
საბოლოო ტექსტი არ გამოქვეყნებულა, თუმცა კანონპროექტი ითვალისწინებდა აკრძალვას იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ექსტრემისტულ აქტივობებში მონაწილედ იქნენ მიჩნეულნი, რელიგიური ჯგუფების ხელმძღვანელობის გზით
ლუკაშენკამ თავისი კრიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიები მას შემდეგ გააძლიერა, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)