ლუკაშენკამ სამხედროებს ნება დართო იარაღი გამოიყენონ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების წესდებებში შეიტანა შესწორებები, რომელთა თანახმადაც სამხედროებს უფლება ეძლევათ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოიყენონ “ცეცხლსასროლი იარაღი, საგანგებო საშუალებები, საომარი და სპეციალური ტექნიკა, მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებისას”.
სამოქალაქო პირების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება ნებადართულია მათი მხრიდან ადმინისტრაციული დარღვევების ჩადენის შემთხვევებშიც.
ლუკაშენკას მიერ შეტანილ შესწორებებში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო მოსამსახურეს “არ ეკისრება პასუხისმგებლობა ზიანზე”, რომელიც გამოწვეული იქნება სროლის შედეგად, თუკი ეს “მოხდა საერთო სამხედრო წესდების შესაბამისად”.
მანამდე ლუკაშენკამ ხელი მოაწერა შესწორებებს “სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების შესახებ” კანონში, რომელთა თანახმადაც სპეცსამსახურების თანამშრომლებს უფლება აქვთ იარაღი გამოიყენონ ქალების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წინააღმდეგ, “მათ მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის, შეიარაღებული და ჯგუფური თავდასხმის და ადამიანების სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნმელი სხვა მოქმედებების განხორციელების შემთხვევებში”.
ბელარუსში რეპრესიული ატმოსფერო გაღრმავდა მას მერე, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ