ლუკაშენკამ მთავრობის შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოაცხადა

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 27 ივნისს მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცვლილებები გაატარა საკვანძო მნიშვნელობის პოზიციებზე. როგორც სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BelTA იტყობინება, ლუკაშენკას თქმით, „უნდა გაიზარდოს ეფექტიანობა“ და შემცირდეს ბიუროკრატია.
ლუკაშენკას საპრეზიდენტო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა ბელარუსის ყოფილი ელჩი რუსეთში დმიტრი კრუტოი. ეს თანამდებობა მარტის შემდეგ თავისუფალი იყო.
ლუკაშენკამ ასევე გამოცვალა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, სოფლის მეურნეობის მინისტრი და მრეწველობის მინისტრი.
ახალდანიშნულთაგან ყველას საერთაშორისო სანქციები აქვს დაწესებული.

ასევე დაგაინტერესებთ