“ლუკაკუ თუ ოსიმენი?” – ბონუჩიმ არჩევანი გააკეთა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-თან ინტერვიუში ერთმანეთს რომელუ ლუკაკუ და ვიქტორ ოსიმენი შეადარა.
“იუვენტუსის” ყოფილი ცენტრალური მცველის თქმით, მას ნიგერიელის წინააღმდეგ თამაში უფრო უჭირდა.
“ნაპოლიმ” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესანიშნავად იმოქმედა, გარდა ამისა კონტეს მენტალიტეტი მარტივად შესამჩნევია, მაკტომინეი? ის სრულყოფილი ფეხბურთელია, სწრაფი, ტექნიკური, ფიზიკურად ძლიერი… ლუკაკუ შეტევაში განსხვავებას ქმნის, თუმცა მაკტომინეი გუნდის მთავარი იარაღია.
ლუკაკუ თუ ოსიმენი? ლუკაკუს წინააღმდეგ თამაში შედარებით მარტივია, ოსიმენს კი ოდნავი სივრცეც არ უნდა მისცე, გარდა ამისა ის სამ მეტრზე მაღლა ხტება”, – განაცხადა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ,
ლუკაკუმ “ნაპოლის” მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 6 მატჩი გამართა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
“პარტენოპეიდან” “გალათასარაიში” განათხოვრებულმა ვიქტორ ოსიმენმა 4 მატჩში 2 გოლის გატანა და 4 შედეგიანი გადაცემის შესრულება მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ