სერია A-ს მეთვრამეტე ტურში „ნაპოლისა“ და ვენეციას“ მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კვარაცხელიას და ნერესს ადრე თუ გვიან სასტარტოში ერთად დააყენებდა და ეს დღევანდელ შეხვედრაში გააკეთა. ნეაპოლელები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, შეუტიეს და მომენტები შექმნეს, რაჰმანის მეკარე სტანკოვიჩმა არ გაატანინა, შემდეგ მან ხვიჩას დარტყმული ბურთი მოიგერია. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, როდესაც იებოას გატანა მერეტმა არ დაანება. „კვარას“ როგორც ყოველთვის ეუხეშებოდნენ და მსაჯმა ალტარე გააფრთხილა. მერე ნაპოლიმ“ პენალტი მოიპოვა, თუმცა ლუკაკუს დარტყმული ბურთი სტნაკოვიჩმა მოიგერია.
ცოტა ხანში კვარაცხელიას კარგი პასი ანგისამ ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმიც დასრულდა.
ნაპოლი – ვენეცია
გამოუყენებელი პენალტი: ლუკაკუ (37, ნაპოლი)