ლუის სუარესმა თავის მომავალზე ისაუბრა

ვეტერანმა ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა თავის მომავალზე ისაუბრა. როგორც იცით, 36 წლის თავდამსხმელმა 2 სეზონის ასპარეზობის შემდეგ ბრაზილიური “გრემიო” დატოვა და ახლა თავისუფალი აგენტია.
“ლივერპულის” ყოფილმა შემტევმა აღნიშნა, რომ სხეული მის მაგივრად ლაპარაკობს, ტკივილს გრძნობს და არ იცის, რა იქნება მომავალში.
სუარესმა აღნიშნა, რომ ახლა ოჯახთან ერთად დაისვენებს, იფიქრებს და თავის მომავალზე გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში