13 იანვარს, საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში პსჟ „პარიზს“ უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა.
„კონტრაქტების გაგრძელება? ჩვენი გუნდის შესახებ მუდმივად ვრცელდება ჭორები. ამას მივეჩვიეთ. ეს კლუბის შიდა საქმეა და ასეთად დარჩება. პსჟ-ზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამას გუნდის და ფეხბურთელების დესტაბილიზაციისთვის აკეთებენ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მოლაპარაკებების წარმოება ნორმალურია. ვიცით, რა გვინდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და მშვიდად ვართ. ჩეულებრივ პრობლემების გადაჭრა მოედანზე გვიხდება, თუმცა ახლა ჩვენს დესტაბილიზაციას ყალბი ცნობებით ცდილობენ. ამას ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი არ აქვს.
ყოველ მეოთხე დღეს სჯობია თამაში, ვიდრე ათ დღეში ერთხელ. უბრალოდ მგზავრობა დამღლელია. თავს არ ვიმართლებთ, ამას მივეჩვიეთ.
დემბელეს ხელშეკრულება? ეს კითხვა სპორტულ დირექტორ ლუიშ კამპუშს უნდა დაუსვათ. როდესაც ნახავთ, ჰკითხეთ.
ჩემი სამუდამო კონტრაქტი? (იცინის) ამაზე ადრე ვილაპარაკე. თუ გაიხსენებთ, მე გარკვევით გიპასუხეთ. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა“.
წიტაიშვილის პირველი საგოლე მოქმედება ლიგა 1-ში – “მეცი” ისევ დამარცხდა
ლუის ენრიკემ “პარიზთან” მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა – მოედანზე “ხალიჩა” იყო გადაფარებული
დავითაშვილის ულამაზესი გოლი და საგოლე გადაცემა – ის საუკეთესო იყო [VIDEO]
ხვიჩას გარეშე – პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
კვარაცხელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო – ქართველის დერბიში თამაში საეჭვოა
“პარიზი” პსჟ-ს ყოფილი მეკარის შეძენას აპირებს
ითამაშებს ხვიჩა? – დატვირთავს თუ არა ენრიკე ოპტიმალურ შემადგენლობას




