ლუის ენრიკე: ფრე? – “შტუტგარტთან” მოედანზე მოსაგებად გავალთ

ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად “შტუტგარტთან” მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:
“ჩვენი მეტოქე კარგად თამაშობს. მშვიდად და შეხვედრისთვის მზად ვართ. ტურნირის ახალმა ფორმატმა სიურპრიზები შემოგვთავაზა. ყოველთვის ეფექტურები ვერ ვიყავით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ყველა საშინაო დაპირისპირებაში გამარჯვებას ვიმსახურებდით. ეს “მანჩესტერ სიტისთან” მატჩში შესამჩნევი იყო.
პლეი-ოფში გასასვლელად ფრე ხელს გვაძლევს, მაგრამ მოედანზე მოსაგებად გავალთ. გვინდა ყოველ ეტაპზე წინ წავიწიოთ, ამისათვის კონკურენცია გვჭირდება, რაც მნიშვნელოვანია. კლუბის ხელმძღვანელობა ხელს მიწყობს. საუკეთესო გუნდის შექმნა მსურს.
“სიტის” დამარცხების შემდეგ ეიფორიაში არ ჩავვარდით, რადგან ჯერ
არაფრისთვის არ მიგვიღწევია. ზეწოლა მუდამ არსებობს. რთული შეხვედრა გველის, მით უმეტეს გასვლაზე ვთამაშობთ. დეზირე დუე “ათიანზე”? სამ პოზიციაზე შვიდი შემტევი გვყავს. უნდა დავაკვირდეთ, როგორ ითამაშებენ ბურთით და უბურთოდ, როგორ დაეხმარებიან დაცვას. უნივერსალობისკენ მივისწრაფით და საჭიროა დავინახოთ, ყველა ფეხბურთელი ცდილობს თუ არა სრულყოფას. ბიჭების საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი ვარ.
ვის დავაყენებ ნუნუ მენდეშის ნაცვლად? სხვადასხვა ვარიანტები მაქვს”.